08:07 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 16:44:26, 1536 ნახვა

საზოგადოება
ველური ბუნებისა და ნადირობის საერთაშორისო საბჭოს სხდომას სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ქ. მადრიდში ველური ბუნებისა და ნადირობის საერთაშორისო საბჭოს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიას დაესწრნენ.

ღონისძიებები ორგანიზებული იყო  ველური ბუნებისა და ნადირობის საერთაშორისო საბჭოს და ესპანეთის სოფლის მეურნეობის, თევზჭერის, სურსათისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. 
აღსანიშნავია, რომ საქართველო ნადირობის საერთაშორისო საბჭოს წევრია 2017 წლიდან და პირველად მონაწილეობდა მდგრადი ნადირობის საერთაშორისო ფორუმში. 
გენერალურ ასამბლეას ესწრებოდნენ პრინცი ხუან (იოანე) ბაგრატიონი და დიპლომატიური კორპუსი.  საქართველოს სახელით დელეგატებს სიტყვით მიმართა მინისტრის მოადგილემ - სოლომონ პავლიაშვილმა. 

ასამბლეის ფარგლებში გაიმართა მდგრადი ნადირობის მსოფლიო ფორუმი, სადაც განხილულ იქნა 2018 წლის სატროფეო ნადირობის კალენდარი, სანადირო ფრინველთა სახეობების, ველურ ცხოველთა დაავადებების, აფრიკული ღორის ცხელების, მგლის პოპულაციის რეგულირების და სხვა ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics