14:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 16:10:48, 1413 ნახვა

კომენტარი
ქევხიშვილი ლიპარტელიანს: როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ეროვნული ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს მიმართა და სიტუაციის პროვოცირების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ამ პროცესების მიმართ დგას რაღაცა ჯგუფები. გავიმეორებ, რომ ამ თემაზე დეტალური ჩაღრმავება მიზანშეწონილი არ არის, იქიდან გამომდინარე რომ მთავარი პრობლემა კიდევ სხვაა. შესაბამისად, მე პირველ რიგში ლიპარტელიანს მოვუწოდებ, როგორც გუნდის კაპიტანს, რომ ის მოიქცეს როგორც გუნდის კაპიტანი, რადგან როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება, პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე“, - განაცხადა ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, იგი მზად არის ძიუდოისტებთან შეხვედრისთვის ნებისმიერ ფორმატში თუმცა დახურულ კარს მიღმა, რადგან არის საკითხები, რომელზე საუბარიც საჯაროდ არ შეიძლება.

ქევხიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუკი ყრილობა ან კომიტეტი ჩათვლის, რომ მის ქმედებაში იყო ხელშემშლელი მომენტები, მზადაა, თანამდებობა დატოვოს. 

„ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყრილობას. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა სტრუქტურას. ყველას თავისი კომპეტენცია აქვს თავის ნაწილში. მაგრამ, მე ყოველთვის აღვნიშნავდი რომ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში  არსებობენ ის თაობები, სადაც პოლიტიზირებული არ არიან ფედერაციები. შესაბამისად, მე ვალდებული ვარ ყრილობის წინაშე. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ყრილობა მე იმას დავემორჩილები. დანარჩენი ეს არის სარეკომენდაციო სახის, რომელიც შეუძლიათ თუნდაც შემდგომ ყრილობაზე, თუკი საჭირო იქნება, მობრძანდნენ და განაცხადონ. ეს არის წესი. ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ წესების ფორმატში მოქმედება და არა რომ მოუნდება რამდენიმე სპორტსმენს, გამოვიდეს და გადააბიჯოს ამას. სწორედ ამაზეა საუბარი თორემ თანამდებობას არავინ მისტირის, მიუხედავად იმისა თუ რა გაგვიკეთებია და რას ვაპირებთ მომავალში“,- განაცხადა ქევხიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics