14:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 16:02:29, 1350 ნახვა

კომენტარი
ქევხიშვილი: სპორტსმენები არ არიან ის პირები, რომლებიც ასეთ ფორმატში უნდა ითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას

სპორტსმენები არ არიან ის კომპეტენტური პირები, რომლებიც ასეთ ფორმატში უნდა ითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქევხიშვილმა ძიუდოისტების მიერ ყრილობის დატოვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არ დაუსვამთ კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა იყო შესაძლებელი.

„აქ არანაირი კითხვები არ ქონდათ, რომელზეც შეიძლებოდა პასუხები გაცემულიყო. უბრალოდ ეს იყო მცდელობა, თითქოს უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ რომ ფედერაციაში პრობლემებია. რაც შეეხება კითხვებს, რომელიც მე ამ სამი დღის განმავლობაში მოვისმინე, შევაჯამე და მოვიწვიე ყრილობა, ვის წინაშეც პირველ რიგში ვარ პასუხისმგებელი. მე მივესალმები სამინისტროსა და სპორტის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია. სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, როგორც ერთ მხარეს ისე მეორეს, წარვადგინოთ ჩვენი კითხვები და პასუხები“,- განაცხადა ქევხიშვილმა და დასძინა, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს იცავს და არა საკუთარ თანამდებობას.

„კიდევ ვამბობ, რომ ყრილობის წინაში წარვადგინე ყველა დოკუმენტაცია. მე მათ ავუხსენი ყველა არსებული მდგომარეობა და ჩვენ ერთსულოვნად ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პროცესები ასე არ უნდა გაგრძელდეს.  მხედველობაში მაქვს ის, რომ სპორტსმენები არ არიან ის კომპეტენტური პირები, რომლებიც ასეთ ფორმატში უნდა ითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, მე არ ვიცავ დავით ქევხიშვილს, ფედერციის  პრეზიდენტს მე ვიცავ ზოგად ინსტიტუტს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მომავალში არ გამეორდეს ეს პროცესები“,- აღნიშნა მან.

ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ საერთო ენის გამონახვას შეძლებს სპორტსმენებთან, რადგან მათ უშუალო პრეტენზიები პრეზიდენტის მიმართ არ აქვთ.

„დღევანდელ დღეს კი მე ვფიქრობ რომ საერთო ენა მაინც გამოინახება, მით უმეტეს ბევრ მათგანთან ვვარჯიშობ კიდეც და როცა ვსაუბრობ მათთან, უშუალოდ ჩემთან პრობლემა არ აქვთ, უბრალოდ ამბობენ რომ გუნდია და ა.შ. კი ბატონო მე მესმის ეს, მაგრამ მე ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო რომ მასზე წინ მე ვიყავი გუნდის კაპიტანი 4 წლის განმავლობაში, მასზე წინ ზუსტად ეს პროცესები იყო 2009 წლის განმავლობაში, როდესაც პრობლემები გვქონდა ჩვენ ნაკრებში, მაგრამ ამ პრობლემებზე მე არასდროს გამოვსულვარ და საჯაროდ არ მითქვამს. მე ეს პრობლემები ფედერაციის პრეზიდენტთანაც არ დამიყენებია. მე მაშინ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მთავარ მწვრთნელთან მივსულიყავი და მეთქვა ამ პრობლემებზე. ბოიკოტი არ გამომიცხადებია, არცერთი შეკრებისთვის და შეჯიბრისთვის. შესაბამისად, მივიღე ყველა დადებით ღონისძიებაში მონაწილეობა და შემდეგ გავუყევი ჩემ გზას“,- განაცხადა ქევხიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics