|
2018-05-10 15:35:33, 811 ნახვა
რეგიონი
შპს „სართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის ჩასატარებლად აქტიურად ემზადება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის ჩასატარებლად აქტიურად ემზადება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს ძირითადი სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მელიორაცია დიდ ყურადღებას უთმობს არამარტო აღდგენით სამუშაოებს, არამედ სამელიორაციო სისტემების შემდგომ ექსპლუატაციას. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციებიც. 2018 წლის სარწყავი სეზონის წარმატებით ჩასატარებლად მსოფლიო ბანკმა, ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს მელიორაციას სპეცტექნიკა, რომელიც აღიჭურვება სხვადასხვა დანიშნულების მოწყობილობებით (გენერატორი, შედუღების აპარატი. ელ. მექანიკური ხელსაწყოები, ინსტრუმებტები და ა.შ). აღნიშული ტექნიკის დახმარებით სამელიორაციო სისტემებზე ავარიის შემთხვევაში, მათ შორის სტაციონარულ და გადასატან სატუმბ სადგურებზე შესაძლებელი გახდება ოპერატიულად განხორციელდეს სარემონტო სამუშოები. სპეციალური დანიშნულების ტექნიკა საქართველოს სხვადსხვა რეგიონში გადანაწილდება.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)