|
2018-05-10 15:28:08, 1256 ნახვა
საზოგადოება
ქართული სააღსრულებო სისტემის ნოვაციებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი გაეცნო
ტაილანდის სამეფოში აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის 23-ე კონგრესი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 91-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. კონგრესის მთავარი საკითხი იყო უსაფრთხო და მდგრადი აღსრულების უზრუნველყოფა, როგორც კარგი მმართველობის შემადგენელი არსებითი ელემენტი. ,,კარგი მმართველობა“ მიზნად ისახავს ეფექტურ კომუნიკაციას, საზოგადოების აქტიურ ჩართულობას პროცესებში და მათი ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას, რაც მთლიანად ამ პროცესს ლეგიტიმურს ხდის. განისაზღვრა ამ პროცესში აღმასრულებლის როლის შესახებ. აღმასრულებელი არის არა მხოლოდ კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი ელემენტი, არამედ უსაფრთხო და მდგრადი მართლმსაჯულების გარანტი. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებზე: - აღმასრულებელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მონაცემების დამუშავების კანონიერი საფუძველი; - საჭიროა დამუშავდეს მხოლოდ ის მონაცემები, რომელიც აუცილებელია მაკონტროლებლისთვის სამართლებრივი ვალდებულებების დაცვის მაღალი სტანდარტით; - შესაძლებელია, აგრეთვე, პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით და მაკონტროლებლის ზედამხედველობით. 23-ე საერთაშორისო კონგრესზე ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, სადაც საქართველო 3 ხმის უფლებით იყო წარდგენილი. გამარჯვება მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, მარკ შმიცმა მოიპოვა. საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებმა, ლევან გარაყანიძემ და ზურაბ ჩიკვაიძემ, კონგრესის ფარგლებში, არა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს. საქართველოს სააღსრულებო უწყების წარმომადგენლებმა გამოცდილების გაზიარებისა და სხვა ქვეყნების წარმატებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიღების, ასევე ქართული სააღსრულებო სისტემის რეფორმირების კუთხით განხორციელებული ცვლილებების კოლეგებისთვის გასაცნობად, შეხვედრები გამართეს საფრანგეთის, ნიდერლანდების, აშშ-ის, ბელგიის, ლატვიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. გამოიხატა უაღრესად დიდი ინტერესი და სურვილი აღსრულების უწყებებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
(ns)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)