14:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 14:53:58, 1507 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს

„საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

„საქართველოში იხსნება სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა "ეითისი", რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს. ეს გახლავთ საპარტნიორო ფონდის და ისრაელის კომპანია "ELBIT SYSTEMS"-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი დოლარია.  "ELBIT SYSTEMS"-Ш მსოფლიოში არის წამყვანი კომპანია, რომელიც ისეთ გიგანტებთან თანამშრომლობს როგორებიცაა „ბოინგი“, „ბომბარდირი“, „ეარ ბასი“ და ასე შემდეგ. მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობისთვის წარმოებული ხანგრძლივი კვლევის შემდეგ "ELBIT SYSTEMS"-ის მიერ სწორედ საქართველო შეირჩა და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას. ნამდვილად საამაყოა ის ფაქტორები, რომლებმაც ეს არჩევანი განაპირობა. ეს არის ამ დარგში უკვე არსებული გამოცდილება, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, წარმოების განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები, ასევე ევროკავშირთან, რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის გეორგაფიული ადგილმდებარეობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ეს დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე, სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ, რაც 5 წელი გახლავთ, საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. მნიშვნელოვანია, რომ მყიდველები იქნებიან მსოფლიოს საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები და საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ფასით ისე ხარისხით", - აღნიშნა მან.

კვირიკაშვილის განცხადებით, საწარმოში 300 სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

"დასაქმებული თანამშრომლების 90%ზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტი იქნება. ქვეყანას ეყოლება მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი ტექნოლოგიური საწარმოო პროცესის უნარჩვევების მქონე სპეციალისტები. მათ უკვე გაიარეს გადამზადების პროგრამა ისრაელში და აღსანიშნავია, რომ ისრაელის წამყვანმა სპეციალისტებმა მათ პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცეს. ეს არის საქართველოსა და ისრაელს შორის განხორციელებული ყველაზე მსხვილი ერთობლივი, ინდუსტრიული პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანეს. მაგრამ ეს არის პირველი მერცხალი და ამ პროექტის შემდეგ იქნება არა ერთი პროექტი. ისრაელი არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტექნოლოგიები მიაწოდოს საქართველოს. ჩვენ მივესალმებით ისრაელის ყველაზე მსხვილ ინვესტიციას საქართველოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics