|
2018-05-10 12:25:55, 1654 ნახვა
კომენტარი
ქევხიშვილი ძიუდოს ნაკრების პროტესტზე: ეს არის მართული პროცესი - ყრილობამ გადაწყვიტოს, მეკუთვნის წასვლა თუ არა
„ბუნებრივია, ეს არის დაგეგმილი, მართული პროცესი. დრო გვიჩვენებს ყველაფერს და გამოაშკარავდებიან თითოეული მათგანი“, - ასე შეაფასა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ნაკრების წევრების პროტესტი. ქევხიშვილი ოპონეტებს მოუწოდებს, აღნიშნულ ყრილობაზე მივიდნენ და მის წინააღმდეგ ყველა საბუთი წარმოადგინონ. ”მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპონენტებს, რომლებიც ბრალს მდებენ მათი ხელშეშლაში და იმაში, რომ თითქოს მე ვუშლი მათ წარმატების მიღწევაში და ასევე ათას ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებენ. მე დიდ პატივს ვცემ სამინისტროს, პარლამენტს, ოლიმპიურ კომიტეტს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ვართ კერძო ორგანიზაცია, ვართ ფედრაცია, რომელსაც აქვს თავისი ყრილობა, სადაც მე ვაპირებ სიტყვით გამოსვლას და ყველა ბრალდებაზე პასუხის გაცემას. მათ მოვუწოდებ მობრძანდნენ, რადგან პირველ რიგში ეს ხალხი უნდა დააფასონ. წარმოადგინონ ყველა დოკუმენტი, ყველა საბუთი სად რაში შევუშალე მე მათ ხელი და შესაბამისად ყრილობამ გადაწყვიტოს მე მეკუთვნის წასვლა თუ არ მეკუთვნის. რაც შეეხება სამინისტროს განცხადებას, მე ნებისმიერ ფორმატში მათ განვუცხადე, რომ როგორც საპარლამენტო, ისე ოლიმპიურ კომიტეტში თუნდაც გაერთიანებულ ფორმატში, მზად ვარ ნებისმიერ მათ ბრალდებას გავცე პასუხი. ეს არ დაწყებულა დღეს, აქ იყო საჭირო მიზეზი წარუმატებელი ოლიმპიური ჩემპიონატისთვის, თუმცა პირველ რიგში თავის თავს უნდა მოსთხოვოს ბევრმა პასუხი, რატომ ვერ გამოვიდა და ვერ იჭიდავა იქ. რაც შეეხება ამის მიზეზებს, დიდი ხანია ამას საფუძველი ეყრებოდა ოთხი წლის განმავლობაში, მე პირადად ვიკავებდი თავს იმ ძალიან ბევრი უაზრო ქმედებების გამო. დღეს არის ის დრო, როდესაც უნდა გავიგოთ მტყუან მართალი, რათა მომავალმა თაობებმა ეს წრე აღარ გაიარონ და ჩაკეტილ წრეზე აღარ ვიტრიალოთ. ბუნებრივია ეს არის დაგეგმილი პროცესი, მართული პროცესია, რომელთან დაკავშირებითაც დრო გვიჩვენებს და გამოაშკარავდებიან თითოეული მათგანი“, - განაცხადა ქევხიშვილმა. ამ წუთებში, სასტუმრო „ბილტმორში“ ძიუდოს ფედერაციის, პრეზიდენტის ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ტარდება.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)