08:08 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 22:03:02, 1608 ნახვა

საზოგადოება
ბაიკერ კლუბი Invictus Georgia დაარსდა

ნატახტარში, ბაიკერ კლუბ Invictus Georgia-ს გახსნის ცერემონია  ოფიციალურად გაიმართა. 

Invictus Georgia-ს პრეზიდენტმა თამაზ მაჩაიძემ სტუმრებს კლუბის წევრები წარუდგინა.

როგორც Invictus Georgia-ს პრეზიდენტმა თამაზ მაჩაიძემ აღნიშნა კლუბში  21 კაცია გაწევრიანებული.

„ჩემი სამეგობროს იდეა იყო, რომ კლუბი ჩამოგვეყალიბებინა. ბიჭები კლუბის წევრები არიან. კლუბში გაწევრიანებულია 21 კაცი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ევროპული მოდელის მოტო კლუბი „აიემსისის“ სტატუსით. ჩვენთან ერთად აქ იმყოფებიან სხვადასხვა ბაიკერ კლუბების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ჩვენი კლუბის სახელწოდება  Inviktusi დაუმარცხებელს ნიშნავს“,-აღნიშნა თამაზ მაჩაიძემ. 

ბაიკერ კლუბის სამომავლო გეგმებზე  ვიცე პრეზიდენტმა ირაკლი კუხიანიძემაც ისაუბრა. 

„ჩვენი კლუბი ორიენტირებულია ქველმოქმედებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უპატრონო  და თავშესაფრის არმქონე  ბავშვებს დავეხმაროთ.  ასევე  ჩვენი მიზანია, რომ ჩავატაროთ მოტოფესტივალები და დავნერგოთ სწორი მოტოკულტურა საქართველოში“,- დასძინა ირაკლი კუხიანიძემ. 

კლუბის პრეზიდენტმა თამაზ მაჩაიძემ ცერემონიის დასასრულს  წევრებს Invictus Georgia-ს წარწერით ჟილეტები გადასცა. კლუბის დაარსების ცერემონიაზე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ბაიკერ კლუბების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics