09:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 12:25:58, 2547 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი ოფიციალურ თეირანს მოუწოდებენ, ბირთვული შეთანხმების შესრულება გააგრძელოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ირანს მოუწოდებენ, 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების შესრულება გააგრძელოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

„მოვუწოდებთ ირანს, აშშ-ს გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ თავშეკავებულობა გამოიჩინოს. ირანის ხელისუფლებამ შეთანხმების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უნდა გააგრძელოს. გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები ინარჩუნებენ შეთანხმებისადმი ერთგულებას და მზად არიან მის სხვა მონაწილეებთან მუშაობა გააგრძელონ, რათა შეთანხმების პირობების შესრულება არ შეჩერდეს. არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს იმაში, რომ ირანის ბირთვული პროგრამა იქნება მშვიდობიანი. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ჩვენი საგარეო მინისტრები ყველა პარტნიორ და დაინტერესებულ ქვეყანას დაუკავშირდებიან“, - ნათქვამია მაკრონის, ტერეზა მეის და მერკელის ერთობლივ კომუნიკეში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

შეგახსენებთ, რომ ბირთვული შეთანხმება 2015 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიდო. ირანის და ამერიკის გარდა, შეთანხმებას ხელი დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა მოაწერა. 2016 წელს ირანს საერთაშორისო სანქციების ნაწილი მოუხსნეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics