09:13 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 00:22:52, 2852 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

დონალდ ტრამპმა 2015 წელს ოფიციალურ თეირანთან დადებულ ბირთვულულ შეთანხმებას ისტორიაში ყველაზე ცუდი ხელშეკრულება უწოდა. 

"შეთანხმებიდან გავდივართ, მაგრამ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან, რომ მივაღწიოთ ყოვლისმომცველ გამოსავალს. თუ ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას, მას ყველაზე დიდი პრობლემები შეექმნება, რაც კი აქამდე ჰქონია. აშშ ყველა სანქციის აღდგენას აპირებს, რომლებზე უარიც ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ვთქვით. ირანს დამატებითი ეკონომიკური სანქციებიც დაეკისრება", - განაცხადა ტრამპმა. 

თეთრი სახლის ლიდერმა ირანი ურანის გამდიდრებაში დაადანაშაულა. მისივე შეფასებით, აღნიშნულ შეთანხმებას მშვიდობა არ მოუტანია და ის არასდროს უნდა დადებულიყო. 

ამასთან, ტრამპის თქმით, აღნიშნული შეთანხმება იმდენად ცუდად იყო შედგენილი, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ირანი მას დაიცვას, ბირთვული იარაღის მოპოვებას მაინც შეძლებს. 

ცნობისთვის, ბირთვული შეთანხმება 2015 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიდო. ირანის და ამერიკის გარდა, შეთანხმებას ხელი დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა მოაწერა. 2016 წელს ირანს საერთაშორისო სანქციების ნაწილი მოუხსნეს.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics