|
2018-05-08 19:06:07, 2151 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. წიგნი სპორტსმენის დედის, დოდო ხარაზიშვილის ავტორობით ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა და 21 წლის სპორტსმენის ცხოვრებაზე, მიღწევებსა და სპორტულ კარიერაზე მოგვითხრობს. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს საგანგებოდ ესტუმრნენ საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენტდი და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კრისტონ შვეიგერი. ღონისძიება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიბადა 1988 წლის 25 ნოემბერს ბაკურიანში. საციგაო სპორტით ბავშვობიდან დაინტერესდა. ვარჯიში 2001 წელს 13 წლის ასაკში დაიწყო. იყო ბევრი საერთაშორისო შეჯიბრების მონაწილე, არაერთხელ მიაღწია წარმატებას. ახალგაზრდა სპორტსმენი 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში, საკვალიფიკაციო დაშვებისას, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა. მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)