2018-05-08 17:55:17, 2470 ნახვა
მსოფლიო
რომის ცენტრში ავტობუსი აფეთქდა
რომის ცენტრში სამგზავრო ავტობუსს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანია Atac-ის ცნობით, მძღოლმა და მგზავრებმა ავტობუსი დროულად დატოვეს და არავინ დაშავებულა.
Reuters-ი Atac-ის ყოფილ ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ სატრანსპორტო კომპანიას 1.3 მილიარდი ევროს ვალი აქვს და გაკოტრების შესახებ უნდა გამოაცხადოს.
იტალიური მედია აცხადებს, რომ ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანია Atac-ი ავტოპარკს არ ცვლის, შედეგად კი 2017 წელს, რომში 20-მდე ავტობუსი, მოულოდნელი ხანძრის გამო დაიწვა და დაზიანდა.
ავტორი: ,