|
2018-05-08 16:16:41, 1522 ნახვა
სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმემ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანი ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში იმყოფებოდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. როგორც დაცვის მხარის ადვოკატმა ტარიალ კაკაბაძემ აღნიშნა, სასამართლოზე ჩვენება "ოქროს მოწმის" ძმამ ლუკა კალანდიამ მისცა. ადვოკატის ინფორმაციით, კალანდიამ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ მის სახლში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი იმყოფებოდა. "უამრავ დეტალებთან დაკავშირებით მისი ჩვენება აბსოლუტურად განსხვავდებოდა მისი ოჯახის სხვა წევრების მიერ მიცემული ჩვენებისგან. მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - მირზა სუბელიანის, კონკრეტულ სახლში, კონფლიქტის შემდეგ უმოკლეს ვადაში ყოფნა დღევანდელმა მოწმემ დაადასტურა. ამას სხვა მოწმეები არ ადასტურებდნენ. აქედან გამომდინარე უკვე ნათელია თუ როგორ წარიმართა მოვლენები და თუ რატომ არ იქნა საქმე სამართლიანად გამოძიებული. სავარაუდოდ კონკრეტული პირების დავალებით და მათი ინტერესების გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანომ არ დადო ის შედეგი რასაც საზოგადოება მოელოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლოში ძალიან არასწორად გამოძიებული საქმე გაიგზავნა", - განაცხადა ადვოკატმა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მტკიცებით, კალანდიას ოჯახი მათ სახლში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ყოფნას უარყოფდა. სარალიძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ლუკა კალანდიამ დაადასტურა, თუმცა სასამართლო პროცესზე მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. "მთავარი დეტალი იყო, რომ ლუკა კალანდიამ დაადასტურა, მიხეილ კალანდიას და კიდევ ერთი მსჯავრდებულის ყოფნა მათ სახლში. მისივე თქმით, სახლში ასევე იმყოფებოდა მირზა სუბელიანი, თუმცა მოწმეს არ უთქვამს რამდენად ეკონტაქტებოდა სუბელიანი ბავშვებს. სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია, რადგან მისი მტკიცებით, სახლი მალევე დატოვა. ამასთან მიხეილ კალანდიამ და მამამისმა სუბელიანის სახლში ყოფნა მანამდე არ დაადასტურეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. საქმეში ახალი გარემოების დადგენა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემაც დაადასტურა. ფხაკაძის თქმით, მოწმემ განაცხადა, რომ კონფლიქტის შემდეგ მირზა სუბელიანი მის სახლში იყოფებოდა. "თუმცა სუბელიანს, მისი განცხადებით არ ჰქონია ინფორმაცია, რომ ცოტა ხნით ადრე ხორავაზე ინციდენტი მოხდა", - დასძინა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)