|
2018-05-08 12:56:30, 1526 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროცესზე მთავარი გამომძიებელი დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე საქმის მთავარი გამომძიებელი დაიკითხება. ასევე, დაგეგმილია ორი თვითმხილველის დაკითხვა, რომელიც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. „ბრალდების მხარე დაკითხავს მოწმეებს. მათ შორის საქმის მწარმოებელი გამომძიებელი იქნება, რომელმაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა გამოძიების ეტაპზე. გარდა ამისა, დაიკითხებიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებმაც უშუალოდ იხილეს ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენები“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. მისი თქმით, შესაძლოა, პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებებიც გამოიტანონ, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ტანსაცმელი. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)