13:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 19:19:54, 1691 ნახვა

კომენტარი
გიორგაძე ძიუდოს ფედერაციაზე: ტემპერატურა საკმაოდ აწეულია - საკითხი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს

ძიუდოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენებისა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

"შეხვედრამ ძალიან მშვიდად, კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. ვაღიარებ, რომ საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას და ამიტომ, სერიოზულ და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. შესაბამისი დავალებები უკვე გავეცი ამა თუ იმ საკითხების შესწავლასთან დაკავშირებით. სპორტსმენების შევპირდი, რომ შეხვედრა კიდევ გვექნება, იმისთვის, რომ საკითხების განხილვა ისევ მოხდა. კონკრეტული გადაწყვეტილებები დღეს არ მიგვიღია და არც დაპირებები მიგვიცია სპორტსმენებისთვის. მსჯელობა შედგება როგორც ძიუდოისტებთან, ასევე ფედერაციის ხელმძღვანელობასთანაც. ემოციები და ტემპერატურა საკმაოდ აწეულია და ამ პროცესს არ გავწელავთ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ცნობისთვის, დღეს ძიუდოს ნაკრების წევრებმა ფედერაციასთან აქცია გამართეს. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, სპორტსმენები აქციებს იქამდე გამარტავენ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ტავის მხრივ დავით ქევხიშვილმა აღნიშნა, თანამდებობიდს დატოვეას არ აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა გაიმართება. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics