|
2018-05-07 18:06:27, 1744 ნახვა
საზოგადოება
„ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ - ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კამპანია დაიწყო
„ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალი კამპანია დაიწყო. არტერიული ჰიპერტენზია ადვილად პრევენცირებადი და მართვადი დაავადებაა, თუმცა ამის მიუხედავად, ის მთელ მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. სწორედ ამიტომ, კამპანიის მიზანს დაავადების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და ექიმსა და პაცინტს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს. როგორც შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, უწყება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მუდმივად ატარებს. მისივე თქმით, კამპანია, რომელიც დღეს განახლდა, მაღალი არტერიული წნევის ამოსაცნობად და მის სამკურნალოდ არის მიმართული. „მთელი ამ თვის განმავლობაში იქნება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, რომლის ამოცანაც არის მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იცოდე საკუთარი წნევა და თუ კი არის გადახრა, როგორ უმკურნალო მას“, – განაცხადა სერგეენკომ. კამპანიასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, მაღალი არტერიული წნევა დღეს ერთ-ერთი რისკ ფაქტორია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. „2016 წელს ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ქვეყანაში დაახლოებით 33%-ს, როგორც მამაკაცს ასევე ქალს მაღალი არტერიული წნევა აქვს. ეს კვლევა 2010-2016 წლებში ჩატარდა, ამ მხრივ პოზიტიური მიმართულება გახლავთ ის, რომ 2010 წელს მოსახლეობის 30%-მა ამის შესახებ არ იცოდა და ექიმისთვის არასდროს მიუმართავს. დღევანდელი კვლევით ეს ჩამოსულია 24%-მდე, ანუ კულტურა იზრდება“,– განაცხადა გამყრელიძემ. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დარგის სპეციალისტებთან, პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრები. ასევე თბილისსა და რეგიონებში უფასო სამედიცინო გასინჯვების ორგანიზება. მაისის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, სააფთიაქო ქსელების 771 ფილიალში განთავსდება წნევის საზომი აპარატები და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება გაიგოს საკუთარი წნევის ციფრები. წნევის საზომი აპარატების ასევე განთავსდება სავაჭრო ცენტრებში,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები. ცნობისთვის, არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. იგი სიკვდილიანობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს, ჰიპერტენზიით ყოველწლიურად 1.5 მილიარდი ადამიანი ავადდება და 7 მილიონი კვდება. საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 18–69 წწ პოპულაციაში 37,7%–ია. ჰიპერტენზიას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან ხშირ შემთხვევაში იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)