13:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 18:00:14, 1628 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია: ხელისუფლებას არ აქვს რეპრესიული პოლიტიკა ნარკომომხმარებლების მიმართ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა მარტივად გადასაწყვეტი არ არის.

ამასთან, როგორც ბესელიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ნარკოპოლიტიკის თემაზე კანონპროექტის განხილვის ვადის გადაწევამ, შთაბეჭდილება არ უნდა შექმნას, რომ ამ პერიოდში არაფერი გაკეთდება.

მისივე თქმით 

"არაფერი წინ არ უდგას ამ სხდომის გახსნას. იმედი მაქვს, მეტი ვადის გაგრძელება არ დაგვჭირდება. ასევე გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მივიდეთ საბოლოო კონსესუსამდე. მესმის, ეს ურთულესი საკითხია, ნარკოპოლიტიკის რეფორმა მარტივად გადასაწყვეტი არ არის. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ პრინციპულ და მთავარ საკითხებზე ჩვენ მოვახერხეთ შეჯერება, რომ ხელისუფლებას არ აქვს რეპრესიული პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ და არის შეურიგებელი ნარკორეალიზატორების მიმართ. უნდა ვიმუშაოთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ ეს პოზიციები შევაჯეროთ. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა მთავრობასა და პარლამენტს შორის, ეს ხდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში. ასევე მუდმივი შიდა კონსულტაციებიც მიმდინარეობს იმისთვის, რომ ვიდრე მთავარი სხდომა დაინიშნება, იქამდე პოზიციების ჩამოყალიბება მოხდეს. გავაგრძელებთ მუშაობას რათა მივიდეთ საბოლოო კონსესუსამდე", - განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა ერთი თვით გადაიწია. ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დააყენა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სავარაუდოდ ნორკოტიკული ინტოქსიკაციის გამო 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათ სავარაუდოდ კლუბური ნარკოტიკი "მეთოდრონი" მიიღეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics