|
2018-05-07 17:31:39, 1884 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძის პოზიციაა ახალი რეგულაციები ლომბარდებისთვის მაისში დაწესდეს
ლომბარდებთან დაკავშირებით აუცილებლად შემოვა ახალი რეგულაცია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი რეგულაცია ძალაში მაისში უნდა შევიდეს. "ლომბარდები საქართველოში გარკვეულწილად გადაიქცა ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად. მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყაროც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის თამაშის წესები, რომელზეც ვისაუბრეთ, აუცილებლად გავრცელდება ლომბარდებზე. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ჩვენი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებში უნდა აიკრძალოს როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. იგი, ასევე, გამოეხმაურა ოპონენტების არგუმენტაციას, რომელიც ამ მიმართულებით გაჟღერდა. „ჩვენი ოპონენტების მხრიდან აქაც მოვისმინეთ ძალიან სუსტი არგუმენტაცია, რომ თურმე, იმ შემთხვევაში, თუ ლომბარდებს არ ექნებათ ავტომობილების „დალომბარდების" უფლება, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ბიზნესის დაწყების სურვილი, სასტარტო კაპიტალზე წვდომა შეეზღუდებათ. მინდა ვკითხო ჩვენს ოპონენტებს, რომელი წარმატებული ბიზნესპროექტი იცით, რომლის სასტარტო წყარო ლომბარდში ჩადებული ავტომობილი იყო? ეს ასე არაა - სამწუხაროდ, რეგულაციების არარსებობამ, რომელზედაც ვსაუბრობ, წაახალისა ძალიან არაჯანსაღი ურთიერთობები ლომბარდებსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება ავტომობილებისა და უძრავი ქონების ე.წ. „დალომბარდებას". შესაბამისად, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებს უნდა აეკრძალოთ როგორც მანქანების, ასევე უძრავი ქონების მიღება და მათი საქმიანობის სფერო უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული, და არ უნდა მოიცავდეს ე.წ. რეგისტრირებულ ქონებას. ბუნებრივია, ის საპროცენტო ჭერი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც დაწესდება, ეს შეეხება ყველა იურიდიულ პირს, რომელიც მუშაობს ფინანსურ სექტორში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)