13:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 16:56:41, 1785 ნახვა

სამართალი
თბილისში გენდერული ნიშნით არასრულწლოვანი სცემეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გენდერული ნიშნით არასრულწლოვანი სცემეს.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ხ. და 1992 წელს დაბადებული ვ.ბ. თბილისში დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა.

გ.ფ.-ს მითითებით, პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები იმავე ქუჩაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics