|
2018-05-07 16:16:58, 1337 ნახვა
სამართალი
მე-3 ეროვნული კიბეროლიმპიადა - „კიბერკუბი 2018“ გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT.GOV.GE) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭრით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" მე-3 ეროვნული კიბეროლიმპიადა - „კიბერკუბი 2018" გაიხსნა. ეროვნული კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განავითარების ხელშეწყობა და პუპულარიზაცია, ასევე იმ პერსპექტიული სტუდენტების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას. წლევანდელ ოლიმპიადაში 50 გუნდად დაყოფილი 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. ისინი სხვადასხვა სირთულის დავალებების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანების ამოსახსნელად და რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებული კიბერპრობლემების გადასაჭრელად ერთმანეთს მთელი დღის განმავლობაში შეეჯიბრებიან. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით დაითვლება საბოლოო სტატისტიკა და გამოვლინდებიან საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები, რომელთა წევრებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. როგორც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებისადმი მიმართვისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძემ აღნიშნა, ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" ერთ-ერთი პრიორიტეტია. „კიბეროლიმპიადის მეშვეობით სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება. ის ფაქტი, რომ კიბეროლიმპიადას უკვე მესამედ ვატარებთ მოწმობს, რომ პროექტმა გაამართლა და მისი მასშტაბი წლიდან წლამდე იზრდება. კიბეროლიმპიადა ახალგაზრდებს უნიკალურ შანსს აძლევს ურთიერთშეჯიბრის პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ ცოდნა", - დასძინა ნიკოლოზ გაგნიძემ. ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება 2 აპრილიდან 3 მაისამდე მიმდინარეობდა. ღონისძიების დანიშნულების უკეთ გაცნობის მიზნით, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან შედგა რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა, ასევე სოციალური ქსელში მუშაობდა სპეციალურად შექმნილი გვერდი და ონლაინ კონსულტაციის არხი. ღონისძიების სპონსორები: ბრიტანეთის საელჩო, UKAID, UNDP, „გრინნეტი" (GreenNet), „იუ ჯი თი" (UGT), „ჰუავეი" (Huawei); „ორიენტ ლოჯიკი" (Orient Logic), "აი ეს ეს პი" (ISSP). ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო, ასოაციაცია „გრენა".
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)