|
2018-05-07 14:47:14, 1574 ნახვა
საზოგადოება
სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება
სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და პირობებში ცვლილებები შევა. სანქციების გამკაცრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული ინიციატივის ნაწილია. ინიციატივის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის ან შეუსრულებლობისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დაწესდება. ამასთან, თუ ეს ნორმები ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში დაირღვა, ჯარიმა 1000 ლარი იქნება. დღეს არსებული კანონით ჯარიმა 50-200 ლარამდეა. შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისას ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. შენობაში ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ევაკუაციის მართვის და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების დადგენილი მოთხოვნების დარვევა 1000-დან 5 ათას ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის მიერ მომზადებულ ინიციატივას დადებითად აფასებს: "რეფორმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოთხ კომპონენტს გამოვყოფდი: პირველი - ეს არის რეგიონული სამსახურების გადაიარაღება ახალი ტექნიკით, მეორე - ეს არის მეხანძრე-მაშველების უწყვეტი მომზადება, მესამე - შესაძლებლობის და ახალი ტექნიკის განვითარება, მეოთხე - ტყის ხანძრებთან მიმართებაში მზადყოფნა. მივესალმებით, რომ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები იგეგმება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხანძრის საწინააღმდეგო სტანდარტების ზედამხედველობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და ამ მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები გაწერილი გეგმაში", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი პარლამენტს ინიცირებისთვის უკვე წარედგინა.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)