|
2018-05-07 13:47:58, 2667 ნახვა
მსოფლიო
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ვესტერნიზაციის ინდექსში საქართველო მე-4 ადგილზეა
ამერიკული ორგანიზაცია "პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტილებების სტრატეგიული ცენტრი" (StrategEast) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ვესტერნიზაციის ინდექსს აქვეყნებს. აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ვესტერნიზაციის ინდექსში მე-4 ადგილს იკავებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველომ 100 ქულიდან 62 ქულა მოიპოვა. შედეგი რამდენიმე კატეგორიის მიხედვით დადგინდა. კერძოდ: პოლიტიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს 19.5 ქულა აქვს მიღებული, ეკონომიკური თვალსაზრისით 16 ქულა, კულტურა და ენა - 8 ქულა, ცხოვრების სტილი კი 4.5 ქულა. "პარლამენტის წევრი უმრავლესობა პროდასავლურ მიმართულებას უჭერს მხარს. გარდა ამისა ოპოზიციაში მყოფი პარტიები "ნაციონალური მოძრაობა" და "ეროპული საქართველო" ასევე პროდასავლურ ინტეგრაციას უჭერენ მხარს", - ნათქვამია კვლევაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვესტერნიზაციის ინდექსში უწრებენ ესტონეთი, ლიტვა და ლატვია. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, უკრაინა აღნიშნულ ინდექსში მე-6 ადგილზეა, სომხეთი მე-7ზე, აზერბაიჯანი მე-9ზე. რუსეთი ამ კვლევაში არ მონაწილეობდა.
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო ტრამპმა ნორვეგია „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)