|
2015-05-25 10:59:44, 1590 ნახვა
მსოფლიო
ბრონისლავ კომოროვსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. არჩევნების მეორე ტურში კომოროვსკი კონსერვატიული პარტიის „უფლება და სამართალი“ კანდიდატმა ანჯეი დუდამ დაამარცხა. წინასწარი შედეგების მიხედვით, დუდამ ხმების 53% მიიღო. "მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს. მე ჩემს მოწინააღმდეგეს წარმატებულ პრეზიდენტობას ვუსურვებ", - განაცხადა კომოროვსკიმ. გამარჯვებულმა დუდამ კი კომოროვსკის მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და აღნიშნა, რომ მან, ვინც ხმა მის კანდიდატურას მისცა, ცვლილებები აირჩია. ბრონისლავ კომოროვსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის პოსტი 2010 წელს დაიკავა. პოლონეთში პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს. თუმცა, იგი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და მას ახალ კანონზე ვეტოს დადების უფლება აქვს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)