13:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 11:31:28, 1545 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობას სჭირდება პრინციპული გადაწყვეტა

მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ეროვნული ბანკის რეგულაციებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ესაა პირველი ნაბიჯი და უახლოესი პერიოდის განმავლობაში მოხდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რათა ახალი სამართლიანი თამაშის წესები შეიქმნას.

„ვფიქრობ, რომ ის ინიციატივები და ის აქცენტები, რომელიც გაკეთდება ახალ რეგულაციაში, ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და მეორე მხრივ, ახალი სამართლიანი თამაშის წესების შექმნას.  აქ პირველ რიგში უნდა, აღვნიშნოთ ჭარბვალიანობის პრობლემა, რომელსაც ეს რეგულაცია პირდაპირ უკავშირდება. აქაც ბევრმა ჩვენმა ოპონენტმა ორაზროვანი კომენტარები გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში არ დგას და რომ ეს არ არის მაკროეკონომიკური პრობლემა. ჭარბვალიანობა საქართველოში წარმოადგენს პრობლემას, ის არის რისკი და  მის მოსაგვარებლად გადასადგმელია პრინციპული ნაბიჯები, ისეთი ნაბიჯები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და უახლოეს პერიოდში დამატებით ამ კუთხით გადადგმული იქნება სხვა პრინციპული ნაბიჯები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics