|
2015-05-25 10:31:43, 509 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია სცენები, სადაც სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ტერიტორიაზე გამოყვანილია სამხედრო ტექნიკაც. გზებზე არსებული შეზღუდვების გამო, დედაქალაქში ტრასნპორტის მოძრაობა დროებით შეიცვალა. კერძოდ, ვინაიდან მოძრაობა რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი), მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით. კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი – ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მარშრუტები იმოძრავებენ ამაღლების ქუჩამდე (N11-ის მიმდებარე ტერიტორია). გარდა ამისა, მოძრაობა შეიზღუდა ორბელიანის მოედანზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება გადავა ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. 26 მაისს ასევე 16:00 საათიდან 21:00 საათამდე დავით აღმაშენებლის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირის გადაკვეთამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარ მეფის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მოძრაობა მითითებულ ტერიტორიებზე 27 მაისიდან აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)