07:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 11:12:56, 1906 ნახვა

მსოფლიო
ლიბანში დღეს საპარლამენტო არჩევნებია

ლიბანში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს წევრებს 2009 წლის შემდეგ პირველად აირჩევენ.

BBC-ის ცნობით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე გაიხსნა.

წინასწარი პროგნოზებით, პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები მოხვდებიან, რომელთაც კოალიციური მთავრობის ფორმირება მოიწევთ.

არჩევნებში ლიბანის პრემიერ-მინისტრ საიდ ალ-ჰარირის პოლიტიკური მოძრაობაც მონაწილეობს.

კენჭისყრის პირველი წინასწარი შედეგები დღეს, ღამით გახდება ცნობილი.

ლიბანის ისტორიაში პირველად, არჩევნები ხმის მიცემის პროპორციული სისტემით ჩატარდება. არჩევნები 2013 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არასტაბილური პოლიტიკური გარემოს გამო, დეპუტატებმა მანდატი რამდენჯერმე გაიხანგრძლივეს.

ლიბანის პარლამენტში სულ 129 დეპუტატი შევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics