14:58 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 14:26:07, 868 ნახვა

მსოფლიო
ლიტვა ხვალიდან ევროზე გადადის

ლიტვის რესპუბლიკა ხვალიდან ევროზე გადადის.

ლიტვის ფინანსთა მინისტრის რიმანტას შაჯუსის განცხადებით, ამ ნაბიჯით ლიტველები მეტ კეთილდღეობას დაინახავენ.

„ჩვენ ვსხდებით მაგიდასთან, რომელთანაც 19 სახელმწიფო ევროზონის უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტს და რომელშიც 300 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი ეროვნული გრძნობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, რადგან ჩვენი ავტორიტეტი ამ ნაბიჯით გაიზრდება“, - განაცხადა შაჯუსმა.

მინისტრისთვის ეროვნულ ვალუტასთან ლიტთან დამშვიდობება უჭირს, თუმცა მისი თქმით, ევორნულმა ვალუტამ საკუთარი რესურსი ამოწურა.

„ევრო არ არის საოცრება, რომელიც ქვეყნის ცხოვრებას გააუმჯობესებს, თუმცა ევროს გამოყენებით, ლიტვის ეკონომიკური პერსპექტივები ბევრად გაუმჯობესდება“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროზონაში ამჟამად ევროკავშირის 19 ქვეყანაა გაერთიანებული. მათ შორის პოსტსაბჭოთა ორი ქვეყანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics