03:15 - 12 Apr, 2026
|
2018-05-05 20:16:43, 922 ნახვა
რეგიონი
ჯიოევი: ქართული ეკლესიის წარმომადგენლების აძვისთავზე გასვლის სურვილი პროვოკაციაა
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ქართული მართლმადიდებრული ეკლესიის წარმომადგენლების და მრევლის სოფელ აძვისთავზე გასვლის სურვილს პროვოკაციად აფასებს, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა. "სპუტნიკ ოსეტია"-ს ინფორმაციით, ჯიოევმა აღნიშნა, რომ ღონისძიება, რომლის დროსაც ქართველი მღვდლები და მრევლი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას აპირებენ, 5-6 მაისს არის დაგეგმილი. "ეს დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც სიტუაციას გაართულებს, მითუმეტეს წინ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე უნდა აღინიშნოს", - განაცხადა ჯიოევმა. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ევროკავშირს მოუწოდა ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას, რათა არასასურველი მოვლენები არ განვითარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)