|
2018-05-05 17:35:53, 1605 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ შედეგს და ვიქნებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია
თბილისის მერი, კახა კალაძე რიყის პარკში, ევროპის დღეების საზეიმო გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ევროპის დღეები მიულოცა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ჩვენი მიზანი და სწრაფვა იმ დიდ ოჯახში გაწევრიანებაა, რასაც ევროპა ჰქვია. მესმის, რთულია ეს გზა, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ რეფორმების გატარებას, ბარიერების გადალახვას, საბოლოოდ მივაღწევთ შედეგს და ვიქნებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ზუსტად ამის შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დღეს თავისუფლად შეუძლიათ ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება ქართული პასპორტით, ყოველგვარი ვიზების გარეშე. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროპელები ჩვენი მსოფლმხედველობით, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურით, ჩვენი წარსულით, ჩვენი ისტორიით. ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ. სწორედ ამით ვართ საინტერესო ყველასთვის. ბოლოს მინდა დავასრულო ზურაბ ჟვანიას სიტყვებით - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი”, - განაცხადა კახა კალაძემ. ევროპის დღეების საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. იანოშ ჰერმანმა კახა კალაძეს ევროპის დღეების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში რიყის პარკში, „ევრო სოფელი“ მოეწყო. სტუმრებთვის, ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა შემეცნებითი, გასათობი და სპორტული აქტივობა განხორციელდა.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)