|
2018-05-05 13:14:04, 1893 ნახვა
სამართალი
შსს-მ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი - 1993 წელს დაბადებული გ.ზ. და 1991 წელს დაბადებული ზ.ს., ქურდობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. უწყების ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 29 აპრილს ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც ტელევიზორი, ელექტროხერხი და წყლის ტუმბო მოიპარეს. გ.ზ.-მ და ზ.ს.-მ, ასევე, გაიტაცეს ამავე მოქალაქის კუთვნილი ოპელის მარკის ავტომანქანა, რომლითაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულ ავტომანქანას მეორე დღესვე მეზობელ სოფელში მიაკვლიეს. პოლიციამ სხვა მოპარული ნივთები მომხდარიდან რამდენიმე დღეში ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკავებული - გ.ზ. მხილებულია მიმდინარე წლის 11 თებერვალს სოფელ შემოქმედში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც, მის მიერ სასურსათო მაღაზიაში შეგდებული საბრძოლო ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, სავაჭრო ობიექტი დაზიანდა და მეპატრონეს, დაახლოებით, 4000 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)