|
2018-05-04 14:17:31, 1699 ნახვა
საზოგადოება
„ვითხოვთ, დავით ქევხიშვილმა პოსტი დატოვოს“ - ძიუდოს ნაკრები ფედერაციას ბოიკოტს უცხადებს
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს, - ამის შესახებ ძიუდოისტების საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ძიუდოისტები აცხადებენ, დავით ქევხიშვილი ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს და ფედერაცია ნაკრებს გვერდში არ უდგას. ამასთან, განცხადების თანახმად, სპორტსმენები ფედერაციას ბოიკოტს უცხადებენ და შეჯიბრებებში მონაწილეობას წყვეტენ. "საქართველოს ძიუდოს ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან, როგორც სავარჯიშო პირობების უზრუნველყოფის, ასევე სწორი მწვრთნელების შერჩევის, საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომის და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულების კუთხით. ნაკრების გადაწყვეტილებით ფედერაციაში არსებული, ჩვენთვის მიუღებელი და ამ სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. ის იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს და ფაქტია რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მისი 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს ფედერაციის მხარდაჭერით. ამ წლების განმავლობაში არასდროს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია სხვადასხვა გზებით ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას, როგორც ძიუდოს ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრების დროს, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში ამის გაგრძელება, ავთანდილ ჭრიკიშვილი წუხელ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრზე და უერთდება ჩვენ სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისთვის. ველით შესაბამის ნაბიჯებს და ცვლილებებს ფედერაციაში", - ნათქვამია ძიუდოს ნაკრების განცხადებაში.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)