2018-05-03 16:44:41, 2686 ნახვა
მსოფლიო
პირს, რომელსაც რუსეთში აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდა, პატიმრობა მიესაჯა
რუსეთის სასამართლომ პირი, რომელსაც აქციაზე ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეჭირა, დამნაშავედ ცნო და 27-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რუსული მედიის ცნობით, აქციაზე სულ 12 ადამიანი დააკავეს.
ისინი რუსეთში Telegram-ის დაბლოკვას აპროტესტებდნენ. აქცია ლოზუნგით - „მოგვბეზრდა“ რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა.
ცნობისთვის, აპლიკაციის რუსეთში დაბლოკვის გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ 13 აპრილს მიიღო. ამის შემდეგ Telegram-ი ყირიმში Диалог М-მა ჩაანაცვლა.
ავტორი: ,