11:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 14:26:46, 1470 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: პრეზიდენტმა კითხვებს ვერ გაუძლო, გაბრაზდა და წავიდა

პრეზიდენტს შეეძლო, ბოლოს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს 5 წლის თავზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო დღისთვის გვირგვინი დაედგა, მაგრამ მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის მიერ გუშინდელი დებატების დატოვება.

წულუკიანმა პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ნეგატიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილმა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე არ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა გუშინდელი თავისი საპარლამენტო დღე როგორც დაიწყო ცუდად ისე დაასრულა ცუდად, რადგან პარლამენტი გახლავთ ხელისუფლების შტო, მას აქვს თავისი რეგლამენტი, რომელიც არის საკანონმდებლო აქტი, მასში ძალიან ზუსტად არის გაწერილი ვის, როდის, რისი უფლება აქვს დებატებისას თუ საპარლამენტო გამოსვლისას და რეალურად პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა რომ მოესმინა ყველა შეკითხვა, მათ შორის მწვავე კრიტიკის კონტექსტში დასმული და ბოლოს, ბოლო სიტყვის სახით ყველა კითხვისთვის გაეცა პასუხი და ეთქვა ის, რისი თქმაც მას სურდა დეპუტატებისთვის. მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, რაც სამწუხაროა. მათ შორის იყო საკითხები, რომელიც ყველას გვაწუხებს, მათ შორის შეწყალების საკითხი, მოქალაქეობაზე დაუსაბუთებელი უარი ჩვენი სამშობლოს შვილებისთვის, რომლებიც უცხოეთში არიან გადახვეწილი და სურთ დაიბრუნონ ქვეყნის მოქალაქეობა, რის საშუალებასაც პრეზიდენტი მათ არ აძლევს. ბევრი სხვა ის საკითხი რასაც ის უნდა შეხებოდა და არ შეეხო, მაგრამ შეეძლო ბოლოს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს 5 წლის თავზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო დღისთვის გვირგვინი დაედგა, მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, რაც დასანანია. მან კითხვებს ვერ გაუძლო, მოინდომა რეგლამენტი მასზე მოერგო მაშინვე, რეგლამენტი მას არ მოარგეს, გაბრაზდა და წავიდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics