|
2018-05-03 13:16:23, 1625 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ დირექტორს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ დირექტორს, სკოტ დოუსონს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო და კერძო სექტორში ბანკის დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. „ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი. პრეზიდენტ ნაკაოსთან და ბანკის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ქართულ მხარესთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოს მეტი განვითარების მიზნით", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულმა დირექტორმა, სკოტ დოუსონმა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც აზიის განვითარების ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, ასევე, ხაზი გაესვა, რომ ბანკის მიერ ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გამოყოფილი თანხები, მიზნად ისახავს ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევის დაჩქარებას, რაც მნიშნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.
(NS)
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)