11:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 12:07:13, 1245 ნახვა

კომენტარი
პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, საქველმოქმედო სპორტულ მარათონში -WINGS FOR LIFE მონაწილეობა მიიღონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქველმოქმედო სპორტულ მარათონს - WINGS FOR LIFE გამოეხმაურა და ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„6 მაისს იმართება მსოფლიო მარათონი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მოგეხსენებათ, რომ არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენც ჩავერთვებით ამ მსოფლიო მარათონში,  რომელსაც ჰქვია WINGS FOR LIFE, ანუ ფრთები სიცოცხლისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მარათონი სტარტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად  200-ზე მეტ ლოკაციაზე აიღებს. შარშანდელის მსგავსად, მარათონს წელსაც კახეთი უმასპინძლებს.

„ასე რომ, მოგიწოდებთ სურვილის მიხედვით მიიღოთ მონაწილეობა ამ მარათონში. მნიშვნელოვანია, რომ პირადი მაგალითით მივცეთ მეტი სტიმული ჩვენს მოქალაქეებს, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდნენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics