2018-05-03 10:45:18, 2272 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა (ვიდეო)
ლონდონში ებრაელების ტრადიციულ, ლაგბაომერის დღესასწაულზე, აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა.
Thesun-ის ცნობით,10 დაშავებული სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენებს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
მედიის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზებად განიხილავენ დანთებულ კოცონში ადვილად აალებადი ნივთიერების მოხვედრასა და ცეცხლში ჩავარდნილი მობილური ტელეფონის აფეთქებას.
ავტორი: ,