2018-05-03 10:21:57, 2035 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯიის შტატში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
ჯორჯიის შტატში პუერტო რიკოს ეროვნული გვარდიის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი ცხრავე ადამინი დაიღუპა.
„ჩვენი ინფორმაციით, არავინ გადარჩა“, - განაცხადა ეფინგემის ოლქის შერიფის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯინა ბილბომ.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა. ის ჯორჯიიდან არიზონას შტატისკენ მიემართებოდა.
კატასტროფის გამოწვევი მიზეზები, ამ დრომდე უცნობია.
ავტორი: ,