04:20 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 14:28:19, 1353 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: ქვეყანაში დასაქმების პრობლემა ფაქტიურად მოსახლეობის უმრავლესობის წინაშე დგას

„ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დასაქმების პრობლემა  ფაქტიურად  მოსახლეობის უმრავლესობის წინაშე დგას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დრო განაცხადა.

 „აქ არ მინდა მე სტატისტიკურ დებატებში შესვლა - რამდენი უმუშევარი და რამდენი დასაქმებულია, მაშინ როცა სტატისტიკა აი ასეთ მაგალითად განსაზღვრებას ეფუძნება, რომ წინა შვიდი დღის განმავლობაში სულ მცირე ერთი საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ, ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. აი ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება თურმე უმუშევრობა საქართველოში.

ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარია. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები- როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა. და დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური და ყოველდღე გადიან სამსახურში, სადაც სიკვდილი ემუქრება. აქ მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე და იმ დგომარეობაზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics