2018-05-02 11:37:16, 1902 ნახვა
მსოფლიო
სირიაში, ISIS-ის კონტროლირებად ტერიტორიაზე ავიაიერიშებს 25 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
სირიაში, ჰასაკის პროვინციაში, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავიაიერიშები განხორციელდა, რასაც ბოლო ინფორმაციით 25 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.
სირიის სამთავრობო სააგენტო Sana-ს ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია სირიის ჰასაკას პროვინციაში ჩატარდა.
ადგილზე მომუშავე ბრიტანული უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია აშშ-ის კოალიციამ მიიტანა იერიში თუ ერაყის საჰაერო ძალებმა.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 10 ბავშვია.
ცნობისთვის, ჰასაკას პროვინციაში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიცია ქურთულ სამხედრო ჯგუფებთან ერთად „დაეშის” მიერ კონტროლირებად ბოლო ტერიტორიებს ათავისუფლებს.
ავტორი: ,