12:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 10:20:08, 625 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ შუბანში მიმდინარე და შესრულებული სამუშაოები დაათავლიერა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.

მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა მოსახლეობას, დაათავლიერა შუბნის ბაგა-ბაღზე მიმდინარე სამუშაოები და სოფლებში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურით დაინტერესდა.

მიმდიანარე და შესრულებული სამუშაოები ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილესთან ომარ ტაკიძესთან ერთად დაათვალიერა.

შუბნის ბაგა-ბაღი:

 ამ დროისათვის შუბნის ბაგა-ბაღზე გამოშენება - გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე იგეგმება დარჩენილი შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულება. სამუშაოებს შპს ,, ერა 2011“ ასრულებს. მიმდიანრე სამუშაოებზე 26.903 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის მერია შუბნის ბაგა-ბაღის გახნას 2018-2019 ახალი სასაწავლო წლისთვის გეგმავს.

ბეტონის საფარის მოწყობა:

მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შიდა სასოფლო გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე იაკობაურში, ტომაშეთში, შუბანში დასრულდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები. ამ დღეებში დაიწყება სამუშაოები წელათის მიმართულებით. სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად.სულ შუბნის სოფლებში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობაზე 95.000 ლარი დაიხარჯება.

შუაბნი- ჩირუხის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები:

შუახევის მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწო. ამ დროისათვის სამუშაოები შუბანი- ჩირუხის მიმართულებით მიმდინარეობს. გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შუახევის განყოფილება აწარმოებს. გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება თაგინურის, ჯვარი მინდორის, ტყისველის, კატრიანის და სხვა მთების მიმართულებით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics