04:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 20:10:30, 2171 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი 15:00-დან 18:00 საათამდე 250 მოქალაქეს მოემსახურა

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 250 მოქალაქე მიიღო.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ახლადგახსნილმა ცენტრმა ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე,  ერთიანი მომსახურების ცენტრი,  ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.

საპატრულო პოლიციის  ერთიანი მომსახურების ცენტრში  თავმოყრილია 50-მდე სერვისი, მათ შორის, მომსახურების სააგენტოს გარკვეული სერვისები.

აღსანიშნავია, რომ ცენტრში  დანერგილია დოკუმენტბრუნვის და საქმისწარმოების ახალი, ელექტრონული სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და ეფექტიანი სერვისების მიწოდებას.

ასევე, ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც  მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics