15:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 18:29:17, 1741 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტები განიხილა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკსა და ბანკის დელეგაციის სხვა წარმომადგენელებთან საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ენერგეტიკა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. პოზიტიურად შეფასდა პროექტების მიმდინარეობა, რომლებიც შეეხება საქართველოში განახლებადი ენერგორესურსების ათვისებას, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების და გადამცემი ხაზების მშენებლობას. ხაზი გაესვა ერთობლივი პროგრამების  და მექანიზმების საჭიროებას ენერგოეფექტურობის მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ რესურსებზე წვდომასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და აღნიშნული შესაძლებლობის გაზრდის აუცილებლობაზე. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს კერძო სექტორის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია. აღინიშნა, რომ საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოები საწარმოო სუბიექტების 90 პროცენტს წარმოადგენენ და მათ მიერ დასაქმებულია ბიზნესსექტორში მომუშავეთა 40 პროცენტზე მეტი.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებას და კლიმატის შენარჩუნების აქტივობებს. 2007 წლიდან, მზარდი ტემპით იქნა დაფინანსებული 21 პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. ასოცირების ხელშეკრულების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააძლიერა მხარდაჭერა და ფაქტობრივად გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი ქვეყანაში, რაც შეადგენს 1.55 მილიარდ ევროს. ეს საქართველოს წარმოაჩენს, როგორც EIB-ის მთავარ ბენეფიციარს აღმოსავლეთ სამეზობლოში ერთ სულ მოსახლეზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics