2018-05-01 17:03:05, 2369 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ალპებში უამინდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთის ალპებში უამინდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა.
BBC-ის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, აროლაში მოხდა. გარდაცვლილთა შორის შვიდი მოთხილამურეა, ორი მთამსვლელი და ერთი გიდი. ისინი სხვადასხვა ინციდენტის დროს დაიღუპნენ.
მსხვერპლთა ნაწილი მოთხილამურეთა 14 კაციან ჯგუფში შედიოდა, რომლებმაც საბაგირომდე ვერ მიაღწიეს.
მედიის ცნობით, მაშველები კიდევ ორ დაკარგულს, 21 და 22 წლის ტურისტებს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები იტალიიდან და გერმანიიდან არიან.
ალპებში ბოლო დღეებში ძლიერი ქარბუქი და უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რასაც ზვავის ჩამოწოლა მოჰყვა.
ავტორი: ,