|
2018-05-01 15:37:15, 2851 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს რამდენიმე ახალი წევრი ეყოლება. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, პოლიტსაბჭომ ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნას მხარი დაუჭირა. "დღეს შედგა პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომის ფორმატში ვიმსძელეთ პარტიის ყრილობაზე განსახილველ საკითხებზე. საბჭომ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დანიშვნას პარტიის თავმჯდომარედ. პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, დავით საგანელიძე, ხოლო მთავრობის წევრებიდან ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მე - კახა კალაძე", - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობისთვის, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობასა და ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნას კენჭს პარტიის ყრილობაზე უყრიან. შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს წევრები აღარ იქნებიან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, დეპუტატი თემურ ჭკუასელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, ზვიად კვაჭანტირაძე, ირინა ფრუიძე, დავით კოღუაშვილი, ნოდარ ხადური, ზვიად გონაძე და რომან კაკულია. აღსანიშნავია, რომ პოლიტსაბჭოს სულ 25 წევრი ჰყავდა, თუმცა ახლა საბჭო 15 პირისგან შედგება.
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)