|
2018-05-01 15:39:59, 2351 ნახვა
სამართალი
საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ზურაბ ნეფარიძეს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა
სასამართლომ გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებულ ზ.ნ.-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ განცხადებს საქართველოს მტავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ზ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 169-ე მუხლით. „სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი ზ.ნ. ბიუროში დასაქმებული პირის ა.ნ.-ს დახმარებით ბიუროს ოთხ თანამშრომელს, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ქრთამის სახით სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ნაწილს. აღნიშნული გზით ზ.ნ.-მ 2014-2017 წლის პერიოდში თანამშრომლებს ქრთამის სახით 16040 ლარი გამოსძალა. ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ნ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მაჟორიტარის ოფისის ფუნქციონირებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს. ზ.ნ-მ თავის ბიუროში ფიქტიურად დაასაქმა მისი შვილის მეგობარი მ.ლ., რომელსაც წინასწარი შეთანხმების თანახმად, ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი, ხოლო რეალურად აღნიშნულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდა ზ.ნ., რითაც ის 2014 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით თაღლითურად დაეუფლა საკრებულოს კუთვნილ, დიდი ოდენობით 36 552,5 ლარს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)