10:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 15:29:21, 1372 ნახვა

კომენტარი
უეს მიტჩელი: დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს რომ მსოფლიოს 2008 წლის მოვლენები არ დავიწყებია

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ,აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან უეს მიტჩელთან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც იძულებით გადაადგილებული პირები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა დგას.

მინისტრმა საერთაშორისო უსაფრთხოების  მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და  2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამერიკის შეერთებული შტაბები არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და  სუვერენიტეტის განმტკიცების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საერთაშორისო ასპარეზზე.  ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის შერიგების პოლიტიკაზე და იმ ინიციატივებზე, რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამინებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანი იყოს იმ განვითარების მონაწილე, რომელიც კონტროლირებად ტერიტორიაზეა. აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესში, როგორც ჩვენი დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის კუთხით  უმნიშვნელოვანესია კომფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.  სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი, მისი მხრიდან  მონახულება ამ ადგილის, მისი ქმედებები, რომელიც უკავშირდება საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის."- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მონახულების შემდეგ, უეს მიტჩელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ   შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, როგორც პარტნიორის უსაფრთხოებას.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ აფასებს  იმ ძალისხმევას, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობისგან, პარლამენტისგან და ხალხისგან, რომ აჩვენონ  დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულება. ამერიკელმა დიპლომატმა  ისაუბრა  საქართველოზე, როგორც რეგიონში წარმატებული დემოკრატიის მაგალითზე .

„ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ ძალიან გვაღელვებს იმ ქართველების უსაფრთხოების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ აქ, ამ ხაზის მიღმა. ვგმობთ ნებისმიერ იმ ქმედებას, რაც ეხება საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, წამებას, მკვლელობას და ვუსამძიმრებთ ამ ადამიანების ოჯახებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, წაიღოს უკან ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დაუშვას  ჰუმანიტარული მიმოსვლა აღნიშნულ რეგიონებში." - აღნიშნა უეს მიტჩელმა.

ადგილზე არსებული ვითარება მათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.

საქართვლოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ „ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში"  მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა მიხეილ ჯანელიძესთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics