|
2018-05-01 15:14:03, 1567 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა საერთაშორისო IT - კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კომპანიის „EON Reality“ დამფუძნებელს ლეჟესკარს (Dan Lejerskar) შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქართველოში მორიგი IDC ცენტრის ფორმირება, რომელსაც რეგიონალური ჰაბის დატვირთვა ექნება და სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებს, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთსა და ირანს. საინვესტიციო მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 27 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელს გააცნო საქართველოს მიღწევები ბიზნეს გარემოს ლიბერალიზებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრული ეკონომიკისა და მოთხოვნაზე დაფუძნებული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით არაერთ რეფორმასა თუ პროგრამას ახორციელებს. პირველმა ვიცე-პრემიერმა გამოხატა დაინტერესება „EON Reality“ პროექტების მიმართ, რომელთაც შეუძლია საქართველოში, როგორც IT, ასევე დიზაინის და სხვა სპეციალისტების გადამზადება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, აგრეთვე ვირტუალური რეალობისა და ციფრული ეკონომიკის სხვა დარგებში კვლევა-განვითარების ფორმირების ხელშეწყობა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია „EON Reality“-ის საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელსაც ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. „EON Reality“ არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ვირტუალური რეალობის, განათლების, კვლევა-განვითარებისა და მომსახურების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. კომპანიის ძირითადი მიზანია ვირტუალური და დამატებითი რეალობის (Virtual and Augmented Reality) ცოდნის ინტეგრირება განათლებასა და ინდუსტრიაში. EON Reality - ის წარმომადგენლობა მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა. IDC - ინტერაქტიული ციფრული ცენტრები ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ექვს ქვეყანაში, აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში. რაც შეეხება საქართველოს, კომპანიის ოფიციალური მასპინძელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გაიმართება თბილისის მერთან კახა კალაძესთან, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებთან.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)