|
2018-05-01 14:53:07, 1520 ნახვა
საზოგადოება
წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია სრულდება
თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. გზის რეაბილიტაცია ორ ნაწილად განხორციელდა: წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია, ასევე, წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩატარებული. „ჩვენ გვახსოვს, თუ რამდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა 13 ივნისს, როდესაც მთის მასა მოწყდა. თქვენ ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული, გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები. დაახლოებით 26 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ძალიან მალე გზის საფარი და ყველა სხვა სამუშაო იქნება დასრულებული და სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება ეს მონაკვეთი“, - განაცხადა კახა კალაძემ. გზის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 28.5 მილიონი ლარია.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)