08:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 12:57:01, 1836 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო თამბაქოზე: ახალი რეგულაციით წელიწადში 10 000-ით ნაკლები ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით წელიწადში 10 000-ით ნაკლები ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს.  

მინისტრის თქმით, რეგულაცია, რომელიც დღეს ძალაში შევიდა განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია მოქმედებს. სერგეენკომ განმარტა, რომ ახალი რეგულაცია ჯერადობით ამცირებს თამბაქოთი გამოწვეულ ზიანს.

"საქართველოში ცალკე კვლევა ჩატარდა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბებზე გადათვალა თუ რა შედეგბს მივიღებთ ამ ტიპის რეგულაციით და ეს შედეგია, რომ ახალი რეგულაციით წელიწადში 10 000-ით ნაკლები ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს. შესაბამისად ეს არ არის მხოლოდ აკრძალვა, ეს არის ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვა", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, აღსრულების ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანია დაწესებულებებში პასუხისმგებელმა პირებმა მოუწოდონ მოქალაქეებს კანონი დაიცვან.

"რაც შეეხება აღსრულებას კანონი უნდა დაიცვს ყვველამ. თავისთავად კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა ერთ დღეში მოგვარდება. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა, რომლის 80% ამ კანონს ემხრობა. აღსრულების ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანია დაწესებულებებში პასუხისმგებელმა პირებმა ზრდილობიანად მოუწოდონ მოქალაქეებს კანონი დაიცვან, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უკვე არსებობს გზა, რომლითაც კანონდამრღვევებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება", - აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics