|
2018-04-30 18:52:13, 1735 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა უზრუნველყოფს საქართველოს პრიორიტეტული სფეროების შემდგომ განვითარებას
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, გასული წლის შემოდგომაზე სამთავრობო კონსულტაციების დროს, შევთანხმდით ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს შემდგომი განვითარება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობა უწევს ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე, ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა მიმოიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სექტორებში მიმდინარე პროექტები და ასევე, ენერგოეფექტურობის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები. „გერმანია ჩვენი მეგობარი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა. დღეს, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო დამატებით მიიღებს 252,7 მილიონი ევროს (230 მილიონი ევრო სესხის და 22,7 მილიონი ევრო გრანტის სახით). აღნიშნული თანხა, ძირითადად, მოხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლების სექტორს, კერძოდ, პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ენერგეტიკულ და გარემოს დაცვის პროექტებს. მსურს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ასევე, ორ გერმანულ ფინანსურ ინსტიტუტს - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთა საშუალებითაც მოხდება აღნიშნული ფინანსური რესურსების ათვისება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი კლაუს ფეიგელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დირექტორი როლანდ შტურერი. ცნობისთვის, შესაბამისი განცხადება მამუკა ბახტაძემ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გააკეთა, რომელსაც გერმანული მხრიდან ხელი მოაწერა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)